ევროპის უნივერსიტეტის სამართლის ინსტიტუტი

წევრობა

ინსტიტუტის სამეცნიერო პერსონალს მიეკუთვნება: მთავარი მეცნიერ თანამშრომელი, უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, მეცნიერ თანამშრომელი და უმცროსი მეცნიერი თანამშრომელი.

მთავარ მეცნიერ თანამშრომლად შეიძლება დაინიშნოს პირი, რომელსაც აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და მინიმუმ 6 წლის სამეცნიერო-კვლევითი გამოცდილება.

უფროს მეცნიერი თანამშრომლად შეიძლება დაინიშნოს პირი, რომელსაც აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და მინიმუმ 3 წლის სამეცნიერო-კვლევითი გამოცდილება.

მეცნიერ თანამშრომლის პოზიციაზე შეიძლება დაინიშნოს პირი, რომელსაც გააჩნია დოქტორანტის სტატუსი (აქტიური დოქტორანტი). მას მოეთხოვება ინსტიტუტის კვლევით პროექტებში ჩართულობა და სამეცნიერო კვლევებსა და პუბლიკაციებში აქტიური მონაწილეობა.

უმცროსი მეცნიერ თანამშრომლის პოზიციაზე შეიძლება დაინიშნოს პირი, რომელსაც გააჩნია მაგისტრის აკადემიური ხარისხი და იჩენს დაინტერესებას სამეცნიერო კვლევით საქმიანობაში მონაწილეობის მიმართ. აღნიშნული პოზიცია განკუთვნილია ახალგაზრდა მკვლევრებისთვის, მათ შორის დოქტორანტობის დაწყების ეტაპზე მყოფი პირთათვის. უმცროსი მეცნიერისთვის აფილირებულობა არ წარმოადგენს სავალდებულო მოთხოვნას.

მთავარ, უფროს და მეცნიერ თანამშრომლის პოზიციებზე დანიშვნისთვის აუცილებელია, რომ კანდიდატი იყოს ევროპის უნივერსიტეტის აფილირებული აკადემიური პერსონალი.

გამონაკლისის სახით, ინსტიტუტის სამეცნიერო პერსონალად შესაძლებელია დაინიშნოს პირი, რომელიც არ ფლობს ევროპის უნივერსიტეტში აკადემიურ თანამდებობას და შესაბამისად არ წარმოადგენს მის აფილირებულ პერსონალს, თუმცა აქვს დასაბუთებული სამეცნიერო კვალიფიკაცია ან გამოცდილება და არ არის აფილირებული სხვა აკადემიურ ან სამეცნიერო დაწესებულებასთან.